ევროპაში შესაძლოა მეხუთე თაობის ამერიკული ავიამოიერიშე თვითმფრინავები განთავსდეს. ამის შესახებ აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა დებორა ლი ჯეიმსმა განაცხადა. მისივე თქმით, F-22 Raptor ტიპის ავიაგამანადგურებლების განთავსება ევროპაში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატური პასუხი იქნება. ლი ჯეიმსმა აშშ პარტნიორ ქვეყნებს არსებული საფრთხეების გათვალისწინებით თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისკენაც მოუწოდა.