სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ივან ნოვიკოვის ცხედარი სამართალდამცავებმა „დედა სომხეთის“ მემორიალთან აღმოაჩინეს. ჯარისკაცს ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ის გიუმრის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ჯარისკაცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ნოვიკოვთან შელაპარაკება მოუვიდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა.