ნემცოვის მკვლელობის მთავარი ფიგურანტი მკვლელობის დღეს ჩეჩნურ ბატალიონ „სევერში“ ირიცხებოდა. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერს. დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზაურ დადაევი მკვლელობის მომენტში გადამდგარი ოფიცერი იყო. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვლის რამეს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 5 კავკასიელი დააპატიმრა.