პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, სამართალდამცველები გაჩხრიკეს სახლები და ეძებენ გარკვეულ პირებს.
ერთ-ერთი დაკავებული თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი აიოზ ბორჩაშვილია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებები სირიაში ახალგაზრდების წაყვანის თემას უკავშირდება.
პანკისის გარდა დაკავებები თბილისშიც მიმდინარეობს.