ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” და ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია მართავენ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 25 უცხოელი ექიმი ჩამოვიდა, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ დარგებში მსოფლიო მიღწევების შესახებ მოხსენებებს მართავენ.
კონფერენციის ძირითადი თემები ონკოლოგიაში მსოფლიო მიღწევებს, პალიატიურ მზრუნველობას, ევთანაზიის ეთიკურ საკითხებს, შაქრიანი დიაბეტის მართვას, მწვავე ინსულტების მკურნალობას და ღვიძლის ტრანსპლანტაციას ეთმობა.
სპეციალურად კონფერენციისთვის ბათუმში ჩამოვიდა ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც, რომლებიც კოლეგებს საკუთარ კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებენ.
კონფერენცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით იმართება და მოწვეული უცხოელი ექიმები ევექსთან სამომავლო თანამშრომლობას გააგრძელებენ. საქმიანი ვიზიტის გარდა უცხოელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.