ავტრიელი სპორტსმენების ჯგუფს ბაქოში ავტობუსი დაეჯახა. ერთ-ერთი სპორტსმენი მძიმე დაზიანებებით სასწრაფოდ ვენაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ავსტრიის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი პიტერ მენელი იუწყება.
მისი თქმით, ინცინდენტი დილის სააათებში მოხდა. ავსტრიელი სპორტსმენები, სინქრონული ცურვის ჯგუფის სამი გოგონა ,,ათლეტების სოფლის” ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობდნენ, როცა მათ დიდი სიჩქარით მომავალი ავტობუსი დაეჯახათ.
მენეკის განცხადებით, ერთ-ერთმა სპორტსმენმა, ვანესა სახინოვიჩმა სერიოზული ტრამვა და მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ის სასწრაფოდ ვენაში გადაიყვანეს. მასთან ერთად თვითმფრინავით ვენაში გაემგზავრა მეორე დაშავებული მოცურავე, ლუნა პაიერი.
რაც შეეხება მესამე სპორტსმენს, ვერენა ბრეიტს, მან მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო და ამიტომ კვლავ ,,ათლეტთა სოფელში” დაბრუნდა.
როგორც ბაქოს ევროთამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-ცენტრი აცხადებს, მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს მალე გამოაქვეყნებენ.