პატრიოტული იდეალები რუსეთში იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო და ვერც მომავალში შეძლებს რუსეთის ხელახალ კოდირებას და საკუთარ ფორმატში მოქცევას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა. „ჩვენი მოწყვეტა და იზოლირება შეუძლებელია. ეს ბევრმა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა,“-აღნიშნა პუტინმა.