ესპანეთის მეფემ ფილიპ VI-მ საკუთარ დას პალმა-დე-მალიორკას ჰერცოგენიის ტიტული ჩამოართვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრისტინა დე ბურბონი და მისი ქმარი სასამართლომ თაღლითობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ქველმოქმედებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ევროს გაფლანგვას, რისთვისაც ისინი სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანებში წარსდგებიან.