გვიან ღამით ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. ტერორისტთა სამიზნე არნაუტსკის ქუჩა გახდა, სადაც სარეკლამო ბანერი აფეთქდა, მეორე ბანერი კი ტერორისტებმა კრასნოვის ქუცაზე ააფეთქეს. ერთ-ერთ ბანერზე წარწერა „ყირიმი უკრაინაა“ იყო გამოსახული. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.