ერაყის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ცხედარი ნაპოვნია. ტარიკ აზიზის ცხედარი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ და უშიშროების სამსახურმა ცხედარი მალევე იპოვნა და აეროპორტში დააბრუნა. აზიზის ცხედარს იორდანიაში გადაასვენებენ, რასაც მისი შვილი ითხოვდა, ექსმინისტრის ცოლს კი ქმრის დაკრძალვა ამანში სურდა. სადამ ჰუსეინის უახლოესი გარემოცვის წევრი 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ერაყის მტავრობაში ერთადერთი ქრისტიანი მინისტრი იყო.