პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, საპატიმრო დაწესებულებებს დღეს 180 მსჯავრდებული დატოვებს.
,,პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 არის ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი. 226 მსჯავრდებულიდან დღესვე საპატიმრო დაწესებულებებს დატოვებს 180 მსჯავრდებული, მათგან 10 ქალბატონია, ერთი კი არასრულწლოვანი, დანარჩენი 46 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა”, _განაცხადა ქორიძემ.
ქორიძის განმარტებით, პრეზიდენტმა გადაწვეტილების მიღებისას შეწყალების კომისიის მიერ განხილულ და წარდგენილ მასალებით იხელმძღვანელა.
,,შეწყალების კომისია მუშაობდა 1-6 ივნისამდე და განიხილა 1329 პირის საქმე”,- აღნიშნა ქორიძემ.