რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 23 მილიონი ადამიანი იმყოფება. 2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებს „როსსტატი“ აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარზე მყოფთა რაოდენობა დღეისათვის მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 მილიონი ადამიანით მეტია. ექსპერტები ნეგატიურ სტატისტიკას რუბლის კურსის დაცემას უკავშირებენ.