სამხრეთ-აფრიკელი მამაკაცი, რომელსაც ასო გადაუნერგეს, მალე მამა გახდება. ამის შესახებ მისმა ქირურგმა ანდრე ვან დერ მერვემ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მეგობარი გოგონა 5 თვის ორსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა. 21 წლის მამაკაცმა ასო არასწორი წინადაცვეთისას დაკარგა, რის შემდეგაც მას ტრანსპლანტაცია ჩაუტარეს. ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა.