დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის, მთაწმინდის პარკის, „ტელეიმედის“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდზე ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა იწყება.
ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილის, ყოფილ გენპროკურორს ზურაბ ადეიშვილს, დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებიან.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს დაცვის მხარე.