ხვალ, 12 ივნისს 9:00-დან 19:00 საათამდე გმირთა მოედნის ესტაკადისა და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.