ფიფას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. კორუფციულ გარიგებებში იოზეფ ბლატერის მონაწილეობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა მისი საქმიანობით საგამოძიებო ორგანოები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავა. გვიან ღამით ფიფას წარმომადგენლებმა გამომძიებლებს ბლატერის კომპიუტერის მყარი დისკი გადასცეს.