დღეს, 29 ოქტომბერს, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი პანკისის ხეობაში გაემგზავრება.
ჯგუფის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით "ქრისტიან-დემოკრატები" გამოვიდნენ. ჯგუფი ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა, თუმცა ის სავარაუდოდ, ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობის გარდა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი თრუსოს ხეობასა და საქართველოს ყველა იმ ტერიტორიას მოინახულებს, რომლებზეც რუსეთის ძალოვნები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები