ხუბეის პროვინციაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა მდინარე იანძიში 39 ცხედარი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ტურისტული თბომავალი მდინარეში 2 დღის წინ ჩაიძირა. გემის ბორტზე 458 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 14 მათგანის გადარჩენა შეძლეს.