იანვარ-მაისში საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაცით, საანგარიშო პერიოდში ტურისტის რაოდენობამ 656 068 ვიზიტი შეადგინა (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%);
უწყების ინფორმაცითვე, 2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი
განხორციელდა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის
ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 656 068 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%);
ბ) ტრანზიტი - 405 208 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,1%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%);
გ) სხვა - 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%, კლება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%).
2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%),
აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და
უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.