ფიბა - ევროპის გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი თბილისს ესტუმრა. კალათბურთის ევროპის ფედერაციის გენერალური მდივნის ნარ ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული საკალათბურთო ატმოსფეროს და ინფრასტრუქტურის გაცნობაა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას 2011 წლის ევროპის რომელიმე ასაკობრივი ტურნირის მასპინძლობა აქვს გადაწყვეტილი. შეჯიბრების მასპინძლობისთვის აუცილებელია ქალაქში მინიმუმ სამი ევროსტანდარტების დონის არენა და გამართული სასტუმროთა ქსელი.
სტუმრებმა უკვე მოინახულეს სპორტის სასახლე, ვერის ბაღში მდებარე დარბაზი საკალათბურთო აკადემია.
გაიმართა ნარ ზანოლინის შეხვედრა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან ნიკა რურუასთან.