20 წლიანი პაუზის შემდეგ ნოვოსიბირსკსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი (აირზენა) ივნისიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას იწყებს. თბილისი-ნოვოსიბირსკი-თბილისი რეისი კვირაში ერთხელ, კვირაობით Boeing 737-ით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნოვოსიბირსკში მოხვედრა მხოლოდ მოსკოვიდან იყო შესაძლებელი.