ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯოზეფ ბაიდენის შვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ვიცე-პრეზიდენტს თანაგრძნობა წუთიერი დუმილით სენატმაც გამოუცხადა. ბაიდენის უფროსი ვაჟი 30 მაისს თავის ტვინის კობოთი გარდაიცვალა. მძიმე დიაგზნოზი მას ექიმებმა 2 წლის წინ დაუდგინეს. ჯოზეფ ბაიდენისთვის ეს მეორე უმძიმესი ოჯახური ტრაგედიაა. 1972 წელს მას ავტოკატასტროფაში მეუღლე და ქალიშვილი დაეღუპა.