მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ოდესის გუბერნატორის პოსტი მისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ ერთგვარი ტრამპლინი იქნება. „რა სისულელეა?! მე არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს უკრაინაში. ოდესის პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, რათა პოლიტიკურ პროცესებში მივიღო მონაწილეობა,“-აღნიშნა სააკაშვილმა.