ისრაელის პრემიერ-მინისტრი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მზადაა და პალესტინურ მხარეს მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ხანგრძლივვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ორი ერისა და სახელმწიფოს კონცეფციის რეალიზებაა. მოვუწოდებ პალესტინურ მხარეს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე,“-აღნიშნა ნეთანიაჰუმ.