საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შანსი მთლიანად ამოწურულია.
მისივე თქმით, გარკვეულ პროცედურებამდე, ფორმალურად სააკაშვილი ისევ საქართველოს მოქალაქეა.
"ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური დამოწმებული ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის, რის საფუძველზეც დაიწყება მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად საააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, თუმა მას მოქალაქეობა უკვე აღარ ეკუთვნის. სააკაშვილის ოდესაში გადაყვანა ნიშნავს იმას, რომ ის მოარიდეს კიევს. რაკი სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო სამართლებრივად მისი საქართველოში ექსტრადირების შანსი მთლიანად ამოწურულია,"- განმარტა მინისტრმა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გუშინ უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პოროშენკომ მიანიჭა და იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.