საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შსს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ეფექტური საქმიანობისთვის საგანგებო მადლობა გადაუხადა. ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაურმა ძალაინ რთულ ვითარებაში გაართვა თავი საკუთარ მოვალეობას.
„თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი, ხაზგასმით მინდა მივულოცო მას დღევანდელი დღე. რთულ ვითარებაში, როდესაც პოლიციელების წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული გომელაურმა შეძლო და ფაქტობრივად, თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი, თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მადლობას, ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ოფიციაულრი ღონისძიება დასრულდა. შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება კი, ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.