პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მინისტრებმა შეძლეს ჯგუფებად და კლანებად დაშლილი სამინისტროს ერთ ოჯახად გაერთიანება.
"ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ახალმა მინისტრებმაც გააგრძელეს პოლიტიკა, რომელიც ერთი ოჯახის პრინციპს ეფუძნებოდა. ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე ნაწილად, შიდა ჯგუფებად თუ კლანებად დაშლილი სამინისტრო გავაერთიანეთ. ეს არის უმთავრესი, რომ სისტემა იყოს ერთიანი და ძლიერი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენი პირადი ინტერესების და მოტივების გამო სისტემის დასუსტება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სისტემა უნდა იყოს გამართული, მაგრამ სისტემას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც მომართავს სისტემას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შემუშავებულია ახალი პოლიციის კანონი - ახალი საკანონმდებლო ბაზა არაერთ სფეროში, დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული ორგანიზებულ და ნარკოდანაშაულთან. პრემიერის თქმით, 90%-ით იკლო ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ, რაც პოლიციელების და ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურებაა, რისთვისაც იგი მადლობას იმსახურებს.