"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „რესპუბლიკურ“ პარტიას ქართველთმოძულე სექტა უწოდა. ამის შესახებ მან "რეაქციის" ეთერში განაცხადა.
„ჩემი ქვეყნის ხემძღვანელობაში მილიარდერმა ბანდიტმა მოიყვანა ქართველთმოძულე სექტა, "რესპუბლიკური პარტია", რომელსაც სძულს ქართული რელიგია, ეკლესია, ზნე, ჩვეულება წესები. და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფური აზროვნების შედეგი. ხელში შეგვრჩა აბსოლუტური ჩუჩელა, პოლიტიკური საფრთხობელა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაანადგურა", - განაცხადა ნათელაშვილმა და დაამატა: „ვშიშობ, "ქართულ ოცნებას" არ მოუწიოს მერაბიშვილის და ახალაიას საკნების გვერდით მოთავსება“.