30 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ფესტივალი „გალაკტიონობა 2015“ მეშვიდედ გაიმართება.
ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მასში ჩართულია საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, პროფესიონალი მხატვრები, რომლებიც ნამუშევრებს გალაკტიონის პოეზიის თემაზე შექმნიან.