ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი მოკლულის მამამ სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პროტესტის მიზეზები განმარტა და განაცხად, რომ გააღიზიანა ერთ-ერთი ბრალდებულის - ზურაბ მიქაძის ადვოკატის კობა კობახიძის მიერ მოწმის მიმართ დასმულმა შეკითხვებმა.
რობაქიძის მტკიცებით, რამდენიმე ხნის წინ ადვოკატი კობა კობახიძე შეხვდა პროკურატურაში და უთხრა, რომ ბრალდებულები არიან „ნაძირლები“, თუმცა, სხვა გზა არ აქვს და მათ იცავს.
„გამაღიზიანა ზურაბ მიქაძის ადვოკატის შეკითხვებმა, რომლებსაც უსვამდა მოწმეს. რამდენიმე ხნის წინ პროკურატურაში შემხვდა ადვოკატი კობა კობახიძე, მან მითხრა რომ იცის, საქმეში ბრალდებულები არიან ნაძირლები, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან ზურაბ მიქაძის შვილი მუშაობს ჩემთან ადვოკატადო. გამაღიზიანა მისმა შეკითხვებმა და დავტოვე დარბაზი“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს