გუშინ, 28 მაისს ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე, ვიზალიბერალიზაცია სენტ-ლუისს, დომინიკის რესპუბლიკას, გრენადას, სენტ-ვინსენტს და გრენადინებს, ვანუატუს, სამოას, დოკიმიკის თანამეგობრობას და ტრინიდადს და ტობაგოს მიენიჭა.
ახალი სავიზო რეჟიმით, ამ ქვეყნების მოქალაქეებ ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, აღნიშნულ ქვეყნებში 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას შეძლებენ.
,,დღევნდელი ხელშეკრულება ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებასა და ბიზნესის წარმოებას შეუწყობს ხელს.” - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა.
უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირისა და ხელმომწერი ქვეყნების მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ჩვეულებრივი, დიპლომატის, ოფიციალური პირის ან სპეციალური პასპორტი.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლა მოგზაურობის ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანებზე ვრცელდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მოგზაურობას შემოსავლის მიღების მიზნით გეგმავენ.
ხელშეკრულებების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები მხარდასაჭერად ევროპარლამენტს გაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებებზე მიმაგრებული პროტოკოლის თანახმად, უვიზო მიმოსვლა არ გავრცელდება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე. ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის საკითხი მათ ეროვნულ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული.