აფხაზეთის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, კიდევ 11 ახალი სამარხი გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, შესაბამის შეთანხებას გასულ კვირას, სტამბულში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზიის თაოსნობით გამართულ შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს პირველი ვიცე პრემიერი, შამილ აძინბა წარმოადგენდა.
,ეს არის შეხვედრა, რომელიც წითელი ჯვრის ორგანიზებით ტარდება და მხოლოდ ჰუმატარულ საკითხებს განიხილავს, კერძოდ ომში უგზო უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების, გადმოსვენებისა და გაცვლის საკითხებს. მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი გაიხსნება, როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 5 არის ენგურს გადმოღმა მხარეს, 6 სამარხი კი - ენგურის გაღმა. სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ან უფრო მეტი იქნება გადმოსვენებული და მოხდება მათი იდენტიფიცირება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, დამატებითი დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს და რამდენიმე თვეში, სამინისტრო საზოგადოებას პროცესის მიმდინარეობის შესახებ ბევრად მეტ ინფორმაციას მიაწვდის.