ფიფა-ს კონგრესის წევრებმა დღეს, ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს, ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შეტყობინება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ციურიხის პოლიციაშიც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯამად ფიფა-ს არჩევნებისთვის კონგრესის წევრების შეკრების ტერიტორიას ამოწმებენ.
შეგახსენებთ, დღეს ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები იგეგმება. ერთმანეთის კონკურეციას მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალი ჰუსეინი უწევენ.