ჰოლანდიის პარლამენტის სამი დეპუტატი იმ პირთა სიაში მოხვდნენ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ასეთი ინფორმაცია ჰოლანდიურმა გაზეთმა Alhemein Dahblad - გამოაქვეყნა.
გამოცემის ვერსიით, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შესაბამისი სია ევროპულ ქვეყნებში მოქმედ ჰოლანდიის საელჩოებს გუშინ გაუგზავნა.
,,ამ სიაში ევროკავშირის მრავალი მოქალაქე მოხვდა.” - განაცხადა ფაქტის კომენტირებისას რუსეთის ,,შავ სიაში” მოხვედრილი სამი დეპუტატიდან ერთ-ერთმა, ლუი ბონტემ, რომელიც რუსეთის მიმართ კრიტიკით არაერთხელ გამოსულა.
,,რუსეთის სია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება და აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა.” - აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტა კუნდერსა.