ინაუგურაციის დღეს უკრაინის პრეზიდენტზე თავდასხმა იგეგმებოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ვალერი გალეტეიმ განაცხადა. მისივე თქმით, გზაზე, სადაც პოროშენკოს კორტეჟს უნდა ჩაევლო, სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სათლი, რომელშიც ბომბი იყო ჩამონტაჟებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მესერზე ეკიდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით უნდა ამოქმედებულიყო.