დონბასელ სეპარატისტებს სლავიანსკის, კონსტანტინოვკისა და კრასნოარმეისკის დაბრუნება სურთ. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა. „ეს ქალაქები დონბასის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მათზე კონტროლს აღვადგენთ. თუ ამისთვის მცირედი შესაძლებლობა მოგვეცემა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ,“-აღნიშნა ზახარჩენკომ.