სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს, მაგრამ ამ ეტაპზე არა. ამის შესახებ ცხინვალის დეფაქტო ლიდერმა სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დიდი სურვილია, თუმცა ამისთვის შესაბამისი მომენტი უნდა გამოვნახოთ. ჩვენ არ გვსურს დავაზარალოთ რუსეთის ინტერესები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია,“-აღნიშნა თიბილოვმა.