უკრაინაში „მომავლის ბავშვთვთა საავადმყოფოს“ ასაშენებლად საკმარისი თანხა არ არის. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ეს ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული ჩანაფიქრია. ჯერჯერობით მის განსახორციელებლად საკმარისი თანხები არ გვაქვს,“-აღნიშნა კვიტაშვილმა. „მომავლის ბავშვთა საავადმყოფოს“ ინიციატივა უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს მეუღლეს, ეკატერინა იუშენკოს ეკუთვნის. თანხა საავადმყოფოს ასაშენებლად ტელემარათონით გროვდებოდა. შეგროვილი თანხის რაოდენობამ 262 მილიონი გრივენი შეადგინა.