ფიფას მაღალჩინოსანთა დაკავება ჟურნალისტ ენდრიუ ჯენინგსის დამსახურებაა. შოტლანდიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს კომპრომატები სწორედ მან მიაწოდა. ჯენინგსის თქმით, მას კომპრომატები კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანზე აქვს, მთავარ სამიზნეს კი მისთვის ფიფას მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი წარმოადგენს. კორუფციის ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი 2 დღის წინ დააპატიმრა.