კორუფციაში ბრალდებული ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ტრინედადი და ტობაგოს ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯეკ უორნერს ბრალდება 8 მუხლით წაუყენეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, ფულის გამოძალვასა და თაღლითობა ედება. ანალოგიური ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ 2 დღის წინ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა.