პარიზის სასამართლომ 43 წლის ზაკია მედკურს წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ყოფილი საყვარლისთვის თავისუფლების შეზღუდვა და მისი წამება ედება. როგორც ძიებით გაირკვა, 37 წლის მაქსიმ გაჟე მედკურს ერთი წლის განმავლობაში სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი და სადისტური მეთოდებით აწამებდა.