უეფას პრეზიდენტმა ფიფას პრეზიდენტს გადადგომა სთხოვა. ამის შესახებ მიშელ პლატინიმ ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე აცნობა. „მე მას ვთხოვე, რომ პოსტი დაეტოვებინა. მან კი ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ უკვე გვიანია,“-განაცხადა პლატინიმ. კორუფციაში ბრალდებული ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი შვეიცარიის პოლიციამ აშშ-ს მოთხოვნით 2 დღის წინ დააკავა. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში 10 მილიარდი ევრო ჰქონდათ მითვისებული. კორუფციულ გარიგებებში ფიფას პრეზიდენტის მონაწილეობა ჯერჯერობით არ დასტურდება.