იოზეფ ბლატერი ფიფას მაღალჩინოსანთა ქმედებებს გმობს. მისი თქმით, კორუფციული სკანდალის გამო მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის იმიჯი სერიოზულად შეილახა. „მათ ჩვენ შეგვარცხვინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას მუდმივად ვერ აკონტროლებ,“-აღნიშნა ბლატერმა. კორუფციაში ბრალდებული ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი შვეიცარიის პოლიციამ აშშ-ს მოთხოვნით 2 დღის წინ დააკავა. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში 10 მილიარდი ევრო ჰქონდათ მითვისებული.