ამერიკელები საკუთარი იურისდიქციის გადატანას სხვა ქვეყნებში ცდილობენ. ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტი ფიფაში განვითარებულ მოვლენებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის გარშემო ატეხილი სკანდალით შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე იოზეფ ბლატერის კიდევ ერთი ვადით არჩევა არ დაუშვას. მისივე თქმით, ბლატერზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მას რუსეთში 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარება არ დაეშვა. კორუფციის, თაღლითობისა და ფულის უკანონო გათეთრების ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ გუშინ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა.