ბრაზილიაში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს. რადიოს კორესპონდენტი ჯალმა სანტოს და კონსეისანა ადგილობრივი ნარკოკარტელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გამოდიოდა. თვითმხილველთა ჩვენებით, ჟურნალისტი ქილერებმა ბარიდან გამოიყვანეს და რამდენჯერმე ესროლეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს ბრაზილიაში ჟურნალისტის მკვლელობის მეორე ფაქტია. 18 მაისს მინას-ჟერაისის შტატში ცნობილი ჟურნალისტი ევანი ჟოზე მეცკერი მოკლეს.