ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბერძნეთის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ათასამდე არალეგალი ემიგრანტი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა სირიის მოქალაქეა. 2014 წლის მაჩვენებელს საბერძნეთში დაკავებულ არალეგალთა რაოდენობა თითქმის 7-ჯერ აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთის საზღვარი წელს უკანონოდ 40 ათასამდე ადამიანმა გადაკვეთა.