ჩაქვში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ტურნირზე ნინო ბაციაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკემ ჩემპიონატის მე-8 ტურში რუსი ოლგა გირი დაამარცხა. შეხვედრაში ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ითამაშა და გამარჯვება 50-ე სვლაზე მოიპოვა. მე-8 ტურის შემდეგ ტურნირს 7,5 ქულით ბაციაშვილი ლიდერობს, მეორე ადგილს კი 6,5 ქულით უკრაინელი ნატალია ჟუკოვა იკავებს.