"ჩვენ მივიღეთ შოკი ჩვენს საგადამხდელო ბალანსზე", აღნიშნული განცხადება სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განმარტა, ზაფხულშივე გამწვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, მრავალ ფაქტორზე აისახა, მათ შორის დოლარის უპრეცედენტო გამყარებასთან ერთად აისახა ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ტრანზაქციებზე, შემცირდა ექსპორტი, შემცირდა გადმორიცხვები, და ზრდა შეაჩერა ტურიზმმა.
"ამ სავალუტო შემოდინებების შემცირების პირობებში, ეს აისახა ლარის კურსზე და დოლარის კურსმა დაიწყო გაუფასურება.
შესაძლებელია თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეაჩეროს ეს პროცესი?! რა თქმა უნდა ეროვნული ბანკი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს და ვერ გამოასწორებს შემცირებულ შემოდინებებს, მაგრამ ჩვენს შეცდომას და ჩვენს არასწორ რეაგირებას შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მძიმე ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ შეიძლება ჩვენი არასწორი ქმედებებით მივაყენოთ ისეთი დარტყმა ეკონომიკას, რომლის შედეგი ძალიან დიდხანს იქნება სახეზე და თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასახდელი იქნება მომავალში", - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.