შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიებაზე დაგეგმილია რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია სხვადასხვა დეპარტამენტებიდან.
როგორც გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ სხვადასხვა დეპარტამენტების პროექტები.
„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც გაკეთდა 2014 წელს, სხვადასხვა დეპარტამენტიდან რამდენიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, მობრძანდნენ, დაათვალიერონ. იქნება ტირი, მოძრავი ლაბორატორია და სხვა“, -განაცხადა გომელაურმა.