საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში „Imex 2015“ის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენა 19-21 მაისს გაიმართა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენა-ბაზრობაში საქართველოს ტურისტულ სფეროში მოქმედი 10 კერძო კომპანია იღებდა მონაწილეობას.
ფრანკფურტის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, „Imex 2015“-ში 150-ზე მეტი სახელმწიფოს 3500 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა 14 წელია იმართება და აღიარებულია, როგორც საქმიანი ტურისმიზმის (MICE Tourism) ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული გამოფენა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანკფურტის გამოფენაში მრავალი წელია იღებს მონაწილეობას. „Imex 2015“-ზე საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებისათვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. საქართველოს შესახებ მოეწყო პრეზენტაცია. ადმინისტრაციის თამამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ბროშურები დაურიგეს.